თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა –  აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგის სიმძლავრემ 5.5 შეადგინა.

ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ გოლბასისთან მდებარეობდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 06:13 საათზე მოხდა.

საფრანგეთში მდებარე ევროპისა და ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით,  ბიძგის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.

 

მსგავსი თემები