საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია – ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა  ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია.

,,ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ორი მოქალაქეა გარდაცვლილი, ჩვენ მოქალაქეებთან კავშირი გვაქვს შეძლებისდაგვარად, რაც შეგვიძლია. ყველა დაკარგული, ვიზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ არიან დაკარგულები ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენ ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა სად არიან, როგორ არიან”, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.

მსგავსი თემები