თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 300-ს გადააჭარბა

6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 300-ს გადააჭარბა.

თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 2 921 ადამიანი, სულ მცირე 15 834 კი დაშავდა. რაც შეეხება სირიას, დაღუპულია 1 451 ადამინი, 3 531 კი დაშავდა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, ქვეყანაში დაფიქსირდა 243 განმეორებითი ბიძგი, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა. სტიქიამ დაანგრია 6 200-ზე მეტი შენობა.

მსგავსი თემები