,,კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას.

„ირაკლი კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა. ცხადია, ჩვენ ეს სიმართლე ისედაც ვიცოდით, ჩვენი საზოგადოება ყველაფრის საქმის კურსში იყო, მაგრამ იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციისთვის, ფაქტებით, კონკრეტული ციფრებით მოხდა გაქარწყლება ასეთი პროვოკაციული განცხადებების თუ პოზიციების.

ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ართმევს თავს გამოწვევებსა და ამოცანებს. თუ ციფრების გასაჯაროების შემდეგ ვინმე გაბედავს და იკადრებს ჰიბრიდული ომის გაგრძელებას საქართველოს წინააღმდეგ, ამით მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს. ეს ქვეყნის შიგნით მიზნად ჰქონდა დასახული რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც უკვე დიდი ხანია, ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას. ასევე, გვახსოვს საეჭვო რეპუტაციის მქონე ჟურნალისტები, ერთ-ერთია რუსული წარმოშობის, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოდიოდა ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერად და მათ გამაგრძელებლად. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალები არიან ხოლმე ჰიბრიდულ ომში საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

,,ვიდრე ჩვენ გვკიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ასეულობით მილიონ ევროს უხდიან” – კობახიძე

მსგავსი თემები