,,ზოგიერთმა შიდა პროცესმა და დემოკრატიული წინსვლის შეფერხებამ, საქართველო უკან დახია”- პეკა ჰაავისტო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განაცხადებით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა შიდა პროცესმა, დემოკრატიული წინსვლის შეფერხებამ საქართველო უკან დახია.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზის განსაზღვრისთვის ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ.

„პირველ რიგში, ძალიან კმაყოფილი ვართ უკრაინისა და მოლდოვის პროგრესით. საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზის განსაზღვრისთვის ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. როგორც ვიცი, უფრო შიდა პოლიტიკური საკითხებია, რომლებიც საქართველოში, ქვეყნის შიგნით უნდა გადაიჭრას. ცვლილებებისა და ამ ნაბიჯების შემდეგ, რასაკვირველია, მივესალმებით, რომ საქართველოც გაივლის ამ პროცესს, როდესაც მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული. სამწუხაროდ, ზოგიერთმა შიდა პროცესმა და დემოკრატიული წინსვლის შეფერხებამ, ქვეყანა უკან დახია, მაგრამ ვუსურვებთ, რომ საქართველოც მალე შემოგვიერთდეს“, – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.

მსგავსი თემები