,,ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას”- ოპოზიციური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს აქციას გამართავს

,,ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე,”- ამის შესახებ აკია ბარბაქაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ.

„ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, ვაიძულებთ კოლაბორაციონისტებს უკან დახევას, ვაიძულებთ, უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით. ჩვენ ვიქნებით ხალხთან ხალხის ინტერესების დასაცავად, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ.

მსგავსი თემები