,,2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური”- ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

  საგარეჯოში  თავდასხმაში ბრალდებული პირი ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თამდამსხმელი 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. „ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს, 2006 წლიდან მუშაობდა, 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით. როგორც უკვე გვითხრეს, რომ 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა. ავღანეთშიც ნამყოფია, მისიაშიც, როგორც დაგვიდასტურეს და არავინ იცის, ჯერჯერობით ზუსტად“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრის განცხადებით, მომხდარის შესახებ ვერაფერს ამბობს ბრალდებულის შვილი. „შვილი ვერაფერს გვეუბნება. რომ გამოვედი გვამები იყო, გამოვიქეცი მეო, ვერაფერს გვეუბნება“, – დასძინა ვახტანგ გომელაურმა. ,,სროლა დაიწყო აივნის ერთი მხრიდან, მერე … ვრცლად ,,2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური”- ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა