,,პოლიციელი გადაეფარა დამლაგებელს და ამ დროს მოკლა”- ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა.
ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელი იმ დროს დაიჭრა, როცა იქვე მყოფ მოქალაქეს გადაეფარა.
“იოლის” მაღაზიასთან გადაეფარა მოქალაქეს და გულის არეში მოხვდა ტყვია. ადგილზე გარდაიცვალა. საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილობრივი გადაარჩინა” – აცხადებენ ადგილობრივები.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
ვინ არის საგარეჯოში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – შსს განცხადებას ავრცელებს