რუსეთში, ბელგოროდის ოლქში აფეთქებები იყო

17 იანვრის ღამეს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების ხმა ისმოდა. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ზე წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

16 იანვარს ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხეილ რაზვოჟაევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის თავზე დრონი ჩამოაგდეს.

მსგავსი თემები