მოსალოდნელია საწვავის ფასის კიდევ უფრო შემცირება

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი არ გამორიცხავს,  საავტომობილო საწვავზე ფასი კიდევ უფრო შემცირდეს. როგორც  სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში განაცხადა, 22 წლის 2022 წლის მარტიდან, საწვავზე ფასმა დაახლოებით 1 ლარით დაიკლო.

„ფასი შემცირებულია ყველა ტიპის საწვავზე. აღნიშნულის მთავარი ფაქტორია საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირება და ეროვნული ვალუტის გამყარება. თუმცა ვთვლით, რომ მოსალოდნელია ფასის კიდევ შემცირება. დღევანდელი წინაპირობები ამის თქმის საფუძველს გვაძლევს“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასების კუთხით მოკვლევას 5 მსხვილ კომპანიაზე ახორციელებს.

„მსხვილ კომპანიებს შორის ერთსა და იმავე ტიპის საწვავზე ფასებს შორის სხვაობები იყო მინიმალური და მოკვლევის დაწყების შემდეგ, ეს სხვაობები გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ კომპანიები ერთმანეთთან მეტ კონკურენციაში შევიდნენ. გარდა ამისა, თუ მოკვლევის დაწყებამდე მცირე და მსხვილ ქსელებში ყველაზე იაფფასიანი საწვავი საკმაოდ დიდი ფასთა სხვაობით იყო წარმოდგენილი (60-80 თეთრი), დღეს მათ შორის ეს ფასთა სხვაობა არის შემცირებული. აგვისტოში დავიწყეთ 5 მსხვილი რეალიზატორის წინააღმდეგ მოკვლევა და საკითხი ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას. ამ ეტაპზე ეკონომიკური ანალიზი დასრულებულია და კომპანიებისგან ინფორმაცია მიღებული გვაქვს. მიმდინარეობს დამუშავება და ვვარაუდობთ, რომ გადაწყვეტილებას თებერვლის თვეში გვექნება“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები