,,მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია… თქვენ როგორ შეგიძლიათ”- ლიზა ქისტაურის დედა

,,მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია… თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით საუბარი?” – ამის შესახებ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედამ “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა.

„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ – განაცხადა იზა არღვლიანმა.

ცნობისთვის,  5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა ქისტაური ბელგიაში მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას, ოჯახი, საქართველოს საგარეო უწყება და საკონსულო არ ადასტურებენ.

მსგავსი თემები