რუსეთი ამტკიცებს, რომ დასავლეთი მსოფლიოს გლობალური ომისკენ ექაჩება

რუსეთის ფედერაცია დასავლეთს ისევ თავს ესხმის და აცხადებს, რომ მისი ინტერესი მსოფლიო გლობალური ომის გაჩაღებაა. კერძოდ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ.

„ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს უბიძგებენ გლობალური ომისკენ. მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვება არის გარანტი მსოფლიო კონფლიქტის წინააღმდეგ”, – აცხადებს მედვედევი.

ის დასავლელი ლიდერების ფრაზების ანალიზსაც ახდენს და ასკვნის, რომ რასაც ისინი აცხადებენ, რუსეთისთვის დიდი საფრთხეა.

ისინი ამბობენ,  რომ  რუსეთს არ უნდა მივცეთ ომის მოგების საშუალება. რას ნიშნავს ეს სინამდვილეში?  თუ რუსეთი არ იმარჯვებს, მაშინ, როგორც ჩანს, უკრაინა იმარჯვებს. ომში უკრაინის მიზანი კიევის რეჟიმმა უკვე დაასახელა – ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც ადრე მას ეკუთვნოდა. ანუ მათი უარყოფა რუსეთის მხრიდან. ეს არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის და დღევანდელი რუსეთის დაშლა. ეს კი ნიშნავს პირდაპირ მიზეზს რუსეთის ფედერაციის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის გამოყენების შესახებ, ბირთვული შეკავების სფეროში” , – აცხადებს მედვედევი.

მსგავსი თემები