,,სწორი იქნებოდა, ამ შობას დაიწყოს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინიდან”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ვთავაზობ რუსეთს, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე, სწორი იქნებოდა, ამ შობას დაიწყოს ჯარების გაყვანა უკრაინიდან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებისადმი მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ”ოკუპანტი უნდა წავიდეს”.

„ვთავაზობთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული არსებითი ნაბიჯი დიპლომატიური დარეგულირებისკენ, რომლის შესახებაც მოსკოვში ასე ხშირად საუბრობენ. წინ დღესასწაულებია, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს: შობა გრიგორიანული კალენდრით, ახალი წელი, შობა იულიუსის კალენდრით. ეს არის პერიოდი, როდესაც ნორმალური ხალხი ფიქრობს მშვიდობაზე და არა აგრესიაზე. ვთავაზობ რუსეთს, სულ მცირე, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ მას შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე. სწორი იქნებოდა, სწორედ ამ შობას დაიწყოს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები