,,უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება ალბათ მხოლოდ „მარშალის გეგმასთან“ შეიძლება.

ოლაფ შოლცის თქმით, „დიდი შვიდეული“, რომლის თავმჯდომარეც ამჟამად გერმანიაა, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

„დღეს „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა ცენტრალურ ელემენტებზე პლატფორმისთვის, რომელმაც ყველა დონორის ფინანსურ მხარდაჭერას კოორდინირება უნდა გაუწიოს. ჩვენი მიზანია ამ პლატფორმის სწრაფად შექმნა უკრაინის, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობით. უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება ალბათ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმასთან შეიძლება“, – განაცხადა შოლცმა.

 

 

მსგავსი თემები