ოკუპირებულ მელიტოპოლთან ააფეთქეს ხიდი, რომლითაც რუსეთს სამხედროები და ტექნიკა გადაჰყავდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუს ოკუპანტებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ.

„მელიტოპოლში „დაიღალა“ ხიდი, რომელიც აკავშირებდა ქალაქს სოფელ კონსტანტინოვკასთან. ეს არის სტარტეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი. სწორედ მისი საშუალებით ოკუნატებს გადაჰყავდათ სამხედრო ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებიდან. მაშ, არაძვირფასო რაშისტებო, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან. უკანმოუხედავად გაიქცევით!“ – განაცხადა მელიტიპოლის მერმა, ივან ფედოროვმა.

მსგავსი თემები