პერუში, ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს

პერუში ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, აქციების დროს ოთხი ადამიანი დაშავდა.

მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ანდაჰუაილასში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

პერუს დედაქალაქში აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

გასულ კვირას, პერუს საკანონმდებლო ორგანომ გადააყენა მემარცხენე პრეზიდენტი, პედრო კასტილო, მას შემდეგ, რაც მან კონგრესის დაშლა სცადა. პერუს ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. დინა ბოლუარტემ, ყოფილმა პროკურორმა, რომელიც კასტილოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა, მალევე დადო ფიცი მის ნაცვლად. პერუს ახალმა პრეზიდენტმა ახალი კაბინეტი წარადგინა და პრემიერ-მინისტრად ყოფილი პროკურორი, პედრო ანგულო დაასახელა.

დემონსტრანტებმა კონგრესის დაშლა, ვადამდელი არჩევნები და ახალი კონსტიტუცია, ასევე კასტილიოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

მსგავსი თემები