ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ნგრევის პირასაა

საყდრისის კომიტეტის წევრების  ინფორმაციით, ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ინგრევა.

საყდრისის კომიტეტის წევრის, ნინო ბურჭულაძის განცხადებით, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული კომპლექსის კედლები და კოშკი.

„ვნახეთ ჩამოშლილი კედლები, ჩამოყრილი ქვები, ასევე დაზიანებული ქონგურები და მიწისქვეშა გასასვლელი, რაც აღმაშფოთებელია. ვნახეთ იქ ნაგავსაყრელი. ეს არის მავნებლობა. რა თქმა უნდა პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა დგას აქ და ყველა იმ სამსახურის, რომელიც არის მოწოდებული დაიცვას საქართველოში კულტურული მემკვიდრეობა,“-განაცხადა საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძე.

კომიტეტის წევრებმა ინფორმაცია უკვე მიაწოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. ისინი დღეს ადგილზე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად ჩავლენ.

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები.

მსგავსი თემები