„ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილი გარდაიცვალოს, ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი” – ნინო ბურჯანაძე

ღმერთმა არ ქნას, რომ ლეტალური შედეგი დაგეს და მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს, ეს იქნება ძალიან ცუდი არა მარტო ადამიანურად, ასევე არა მარტო სააკაშვილის და მისი მომხრეების ან ნეიტრალური ადამიანებისთვის – ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს იქნება კატასტროფული შედეგის მატარებელი ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი განმარტებით, არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ახლა საქმე ეხება სააკაშვილის სიკვდილ – სიცოცხლეს, რადგანაც ამაზე საუბრობს, როგორც მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, ისე არაერთი ქართველი და უცხოელი ექსპერტი.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, საგანგაშო ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის წონა 73 კილოგრამია.

მსგავსი თემები