უკრაინის გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რუსეთმა დაახლოებით 93 080 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 93 080; ​ტანკი – 2 937; ჯავშანტექნიკა – 5 911; საარტილერიო სისტემა – 1 925; სარაკეტო სისტემა – 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211; თვითმფრინავები – 281; ვერტმფრენი – 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 603; საკრუიზო რაკეტები – 592; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 528; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 164.

მსგავსი თემები