რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვი დაბომბა – დაღუპულია ათი ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფრორმაციით, რუსული არმიის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

„რუსულმა არმიამ კურახოვოს დაარტყა, კერძოდ, თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას, ბაზარს, ბენზინგასამართ სადგურს, ავტოსადგურსა და საცხოვრებელ კორპუსს. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა ათია. ბევრია დაჭრილი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 7 დეკემბერს რუსი სამხედროები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს ბაზარს, ავტოსადგურს, ბენზინგასამართ სადგურებსა და საცხოვრებელ სახლებს.

მსგავსი თემები