რუსეთი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება – ”ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, არსებობს რამდენიმე ინდიკატორი იმისა, რომ კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. მათივე ცნობით,  თითქმის სამი თვე დასჭირდება  ქვედანაყოფების მოსამზადებლად.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, კრემლმა პირდაპირ უპასუხა მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ რუსეთში გავრცელებულ ხმებზე, რაც არის აშკარა მცდელობა, გაუმკლავდეს საზოგადოებაში შეშფოთების მზარდ ტალღას.

„პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის მეორე ტალღის, საყოველთაო მობილიზაციის ბრძანების შესახებ ან თუნდაც უკრაინასთან ომის ოფიციალური გამოცხადების შესახებ ვერ მოაგვარებს იმ შეზღუდვებს, რაც რუსეთის სამხედრო ძალას აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 130 000 ახალწვეულის გაწვრთნა შეუძლია ორწლიანი გაწვევის ციკლის განმავლობაში, მშვიდობიან პერიოდში და დიდი ბრძოლა დასჭირდა მობილიზებულების უფრო დიდი რაოდენობის მოსამზადებლად მოკლე პერიოდში“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

 

მსგავსი თემები