,,აშშ არ აწვდის უკრაინას იარაღს, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენოს”- ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ არ აწვდის უკრაინას იარაღს, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენოს.

მისი თქმით,  აშშ უკრაინას ლეტალური დახმარების აღმოჩენით, არ „აძლევს საშუალებას“ მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიას დაარტყას.

„ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას სჭირდება საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად, რათა შეებრძოლოს რუს აგრესორებს, რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები