რუსეთმა ომში 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 91 690 ჯარისკაცი დაკარგეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 91 690; ​ტანკი – 2 924; ჯავშანტექნიკა – 5 900; საარტილერიო სისტემა – 1 914; სარაკეტო სისტემა – 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211; თვითმფრინავები – 281; ვერტმფრენი – 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 582; საკრუიზო რაკეტები – 531; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 497; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 163.

მსგავსი თემები