,,სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია  კლინიკა ”ვივამედში” შვილის მოსანახულებლად  მივიდა. ალასანიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იცოცხლებს თუ არა ექს პრეზიდენტი.

„ნინო ლომჯარიას მადლობა მინდა გადავუხადო. გუშინ სახალხო დამცველმა ექიმების კონსილიუმი კლინიკა „ვივამედში“ შეიყვანა. ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩა და მადლობელი იყო. შემდეგ მოვისმინე მათი განცხადება, რასაც ისინი ამბობდნენ და სწორი იყო. რაც შესაძლებელი იყო, რომ ამ ოთახში გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა და მათ აქვთ თავისი დასკვნები.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს, ახლა ლაპარაკობს სასამართლო. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს. არ ვიცი სასამართლო პროცესს როდის ჩანიშნავენ, არ ვიცი რას ელოდებიან, უკვე წელიწადი და მესამე თვე გავიდა, ეს საკითხი რით ვერ შეისწავლეს?! ხომ შესწავლილია ყოველი მხრივ?!“, – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები