გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაეცა

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, კლინიკაში მისი შვილი დაეცა. როგორც ალასანია ამბობს, ეს ფაქტი მას დაუმალეს.

„გავიგე, რომ დაეცა.  თვითონ არაფერი უთქვამს, მიმალავენ. გუშინ საღამოს რომ ვიყავი, დამცხრალი იყო, რაღაცები დამადესო“, – განაცხადა ალასანიამ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ალასანიას შეფასებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

„წნევა ჰქონდა მაღალი, არადა საერთოდ არ აქვს მაღალი წნევა.  შეიძლება, ამისი ბრალი იყო ან საერთო სისუსტის. ჩემი მოლოდინია, რომ ყველა ამ დიაგნოზზე დაყრდნობით სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. მეც ვარ იმის მოწმე, რომ უნდა, მაგრამ ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებს. ორი ლუკმაც პრობლემაა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები