ზუგდიდში მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა

საზარელი შემთხვევა ზუგდიდში – კრასნოდარის ქუჩაზე, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. 60 წლის კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ქუთაისის საავადმყოფოში წევს.

არსებული ინფორმაციით, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა და  მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველება ცდილობდა და დაზიანებები მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს დავა  ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულად რა უძღოდა მომხდარს უცნობია.

 

მსგავსი თემები