რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა

რუსთავში 20 წლის გოგო დაჭრეს. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, 18 წლის გოგომ მეგობარს, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მარკეტში მიაკითხა. 21 წლის ახალგაზრდა დაწესებულებიდან გამოიყვანა, რამდენიმე წუთში კი მუცლის არეში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.

დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 18 წლის გოგო. ამ დროისთვის, უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

მსგავსი თემები