,,ცენტრალურ აზიაში გეოპოლიტიკა იცვლება და ევროკავშირმა ამ შანსით უნდა ისარგებლოს”- ჯოზეფ ბორელი

,,ცენტრალურ აზიაში გეოპოლიტიკა იცვლება და ევროკავშირმა ამ შანსით უნდა ისარგებლოს,” – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ბლოგზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან ცენტრალურ აზიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს.

„ჩვენ უნდა გავაღრმაოთ კავშირები რეგიონთან და ვისარგებლოთ უზარმაზარი პოტენციალით, რომელიც მას აქვს ენერგომომარაგების, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მიწოდებისა და ახალი სატრანსპორტო დერეფნების სახით, რომლებიც არ არიან დამოკიდებული რუსეთზე. (ე.წ. შუა დერეფანი ან ტრანსკასპიური დერეფანი)“, – წერს ბორელი.

მისივე თქმით, ცხადია, რომ რეგიონს სურს ურთიერთობების დივერსიფიცირება და ისინი ევროკავშირს განიხილავენ მისაღებ პარტნიორად.

„ცხადია, არსებობს კონკრეტული დაბრკოლებები, მაგრამ ასევე არსებობს ერთობლივი ვალდებულება და სტრატეგიული ინტერესი, რომ ეს დაბრკოლებები გადაილახოს, მათ შორის ევროკავშირის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა“ და „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მხარდაჭერით“, – წერს ბორელი.

მსგავსი თემები