„არ ვიცი, ვინ გაავრცელა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია“- კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურა ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აქვს ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა.

მისი თქმით, მან არ იცის ვინ გაავრცელა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია

„მე არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე მესაუბრებით. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არაერთგზის გვაქვს ჩატარებული ეს კვლევები“, – განაცხადა ჩხაიძემ და კითხვაზე: წერია თუ არა დასკვნებში, რომ სააკაშვილი მოწამლულია, აღნიშნა, რომ „არა“.

როგორც ზურა ჩხაიძე აღნიშნავს, კლინიკა აკეთებს მაქსიმუმს და მიხეილ სააკაშვილს უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც საჭიროა.

მსგავსი თემები