„მორგებთან 2-2 რეფრიჟერატორი მორიგეობს, რათა გადატვირთული მორგებიდან მიცვალებულების გამოტანა შეძლონ“ – თენგიზ ცერცვაძე

„სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული აქვთ მითითება, არ გადაიყვანონ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები, ვინაიდან არ ჰყოფნით საწოლები. აგრეთვე, ჟანგბადი მისცენ მხოლოდ იმ ავადმყოფებს, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალია“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნების მაგალითზე და ამბობს, რომ ჩვენთან სექტორი კარგად იმართება.      

„ახლა მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა ხდება ევროპის და ამერიკის წამყვანი ქვეყნების კლინიკურ სექტორში და რა ძნელად უმკლავდებიან ისინი COVID-19-ით პაციენტთა ნაკადებს. ლოს ანჯელესში არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგებია და COVID ავადმყოფებს უხდებათ საშუალოდ 8 საათი გაატარონ სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდება. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული აქვთ მითითება, არ გადაიყვანონ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ვინაიდან არ ჰყოფნით საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მისცენ მხოლოდ იმ ავადმყოფებს, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალია“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

მისი შეფასებით, საქართველოში, პიკის პერიოდშიც კი არც ერთი პაციენტი დაზარალებულა ჟანგბადის ნაკლებობით.  

„წარმოგიდგენიათ ამერიკას – მსოფლიოში უმდიდრეს და უძლიერეს ქვეყანას მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებისთვის ჟანგბადი არ ჰყოფნის და ყველა მძიმე ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებენ. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ეს რომ საქართველოში ხდებოდეს. ჩვენთან ხომ პანდემიის პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარებულა ჟანგბადის ნაკლებობის ან სასუნთქი აპარატის არქონის გამო, ხოლო პაციენტის სასწრაფო დახმარების მანქანებში დაყოვნება 2-3 საათს არ აღემატებოდა და ისიც სულ 2-3 კვირის მანძილზე.

იგივე ლოს ანჯელესში ოფიციალური პირების ინფორმაციით მორგებთან 2-2 რეფრიჟერატორი მორიგეობს, რათა გადატვირთული მორგებიდან მიცვალებულების გამოტანა შეძლონ.

დაახლოებით ასეთივე და კიდევ უარესი მდგომარეობაა ქ. ლონდონსა და დანარჩენ ბრიტანეთში, სადაც ასევე არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები, არ ჰყოფნით ჟანგბადი ჟანგბადდამოკიდებული ავადმყოფებისათვის. დიდ ბრიტანეთში ბოლო 1 თვის მანძილზე დღეში საშუალოდ 1000-1300 COVID ავადმყოფი უკვდებათ, რაც 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით 4-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში“ – აცხადებს მთავარი ინფექციონისტი და იმ ქვეყნებზე საუბრობს, სადაც ვითარება ურთულესია.

მსგავსი თემები