,,სააკაშვილმა თავადაც იცის, რომ მოწამვლის შესახებ ტყუილს პერსპექტივა არ აქვს”- მიხეილ სარჯველაძე

,,სააკაშვილმა თავადაც იცის, რომ მოწამვლის შესახებ ტყუილს პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ იძულებულია, თქვას, რომ ეს ყველაფერი მოგონილია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხი ”საექსპერტო ცოდნაზე როცაა დაყვანილი, მოკლეფეხებიანი ტყუილი, რომ მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და გამოაშკარავებადია”.

„სპეკულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს. მიკერძოებული დასკვნები ყურადღების მიღმა არ დარჩება და ყველასთვის ნათელი იქნება, ვინ, რა მიკერძოების ხარისხით ხასიათდება, როცა თავს დებენ ექსპერტობაზე და საექსპერტო სახით სასურველ დასკვნებს ასახავენ. ამ დრომდე, მიხეილ სააკაშვილს ხელი მიუწვდება ყველა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც მას სჭირდება. როცა საკითხი საექსპერტო ცოდნაზეა დაყვანილი, იქ მოკლეფეხებიანი ტყუილი, რომ მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და გამოაშკარავებადია. მიხეილ სააკაშვილმა თავადაც კარგად იცის, რომ ამას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რადგან საფუძველშივე მცდარია და ვერ შეინარჩუნებს თავს ერთი კვირის განმავლობაშიც კი. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი იძულებულია, ეს ყველაფერი მოგონილია, მტკნარი სიცრუეა ვიღაცების მხრიდან იმის გამო, რომ წინასწარი შეხედულებები გაამართლონ და ახსნან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები