,,რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა შეჩერდეს და მისი შეჩერება შესაძლებელია“, – ამ სიტყვებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება.

„ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით აშანტაჟოს. მისი თქმით, რუსეთმა ზაპოროჟიეს სადგური აქცია „რადიოაქტიურ ბომბად, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს“.

მსგავსი თემები