,,ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა, უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს”- ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინა არავითარ პირობებზე არ გაჩერდება თავისი ტერიტორიების გათავისუფლების გზაზე. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა. ჩვენი მიზანია რუსეთის ოკუპაციისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებაა. ჩვენ ამ გზაზე არანაირ პირობებზე არ გავჩერდებით. უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებების პირობა ერთია – რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია“, – წერს ზალუჟნი.

როგორც ზალუჟნი აცხადებს, საოკუაპციო ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევას ხარკოვის მიმართულებით, ასევე ხერსონის მიმართილებით უკრაინელი სამხედროები სტაბილიზაციურ მოქმედებებს ახორციელებენ და თავდაცვას აძლიერებენ.

მსგავსი თემები