უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი  გაიდაის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი, მათ შორის მაკეევკა გაათავისუფლეს.

„უკვე ოფიციალურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 12 დასახლება გაათავისუფლეს. წინსვლა ადვილი არ არის, ლუგანსკის ოლქის ყოველი მეტრი ძალიან რთულია“, – განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, ბელოგოროვკა რუსული ძალების მხრიდან მუდმივი დაბომბვისა და თავდასხმების ქვეშაა და „სოფლიდან არაფერია დარჩენილი“.

მსგავსი თემები