ესპანეთი და აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებსა და რაკეტებს გადასცემენ

ამერიკის შეერთებული შტატები და ესპანეთი უკრაინას ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს გაუგზავნიან.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას Avenger-ის საზენიტო გამშვებებს გადასცემს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის რაკეტებს Hawk-ის ინსტალაციისთვის.

ესპანეთი კი უკრაინას Hawk-ის ორ ინსტალაციას, ჰაუბიცების ბატარეას და დენის გენერატორებს გადასცემს.

მსგავსი თემები