,,უკრაინა 2023 წელს მიიღებს იმ იარაღს, რომლის მიღება 2022 წელს ვერ მოხერხდა”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა წელს მოკავშირეებისგან მიიღებს იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა.

,,ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანსპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტის გამოცხადებას”, – აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან.

„იარაღის მიწოდების შესახებ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ საუბრების დროს, ზოგიერთის მიღება კი შედეგების საფუძველზე ხდება. პრეზიდენტის იდეა იყო, რომ დიპლომატიური ახალი წელი დაუყოვნებლად, ინტენსიურად და რაც შეიძლება არსებითად დაწყებულიყო და ეს სამუშაო კონკრეტულ შედეგებს იძლევა“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები