,,მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 90%-ით შემცირდა”- ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, თებერვლის შემდეგ მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 90%-ით შემცირდა, რაც ოპტიმიზმის მიზეზს იძლევა.

მისივე თქმით,  საჭიროა ფხიზლად ყოფნა, რადგან შესაძლოა, კოვიდინფექციის ახალი შტამები გაჩნდეს.

„ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ეს ნამდვილად ოპტიმიზმის მიზეზია. ჩვენ ყველა მთავრობას, საზოგადოებას და ინდივიდებს მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ“, – აღნიშნა გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები