ევროსაბჭო და ევროპარლამენტი რუსეთის მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაცია ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ აღიარებული არ იქნებ. აღნიშნული შეთანხმება უკვე შედგა და ის  ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ამავე განცხადებით, ამგვარი დოკუმენტის მფლობელი შენგენის ვიზაც ვერ მიიღებს. შეთანხმების დამტკიცებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, ის ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.

 

მსგავსი თემები