,,შესაძლებელია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდეს” – მარიკა არევაძე “მედიაცენტრ მთავარში”

,,განვითარებული მოვლენები მიტოვებს განცდას, რომ პროცესები არის ხარვეზული და შესაძლოა ისე დასრულდეს, რომ საერთოდ ვერ მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა,”- ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა მარიკა არევაძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი ხარვეზიანი იყო და  ადგილი ჰქონდა დისკრედიტაციის მცდელობას კანდიდატის აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო.

,,პროცესი იყო ხარვეზიანი, გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატთა ნაწილის და მათ შორის, ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა იყო აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო, ისე, რომ საზოგადოების არ მოხდა თუნდაც სხვა ჩემი აზრის წარდგენა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით იყო მიწოდებული. როდესაც ასეთი ღია თავდასხმა ხდება კანდიდატზე მისი აზრის გამო, პროცესი არ არის ობიექტური და მიმართული ქვეყნის ინტერესებისკენ, ანუ კონსესუსისკენ,”- განაცხადა მარიკა არევაძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

მარიკა არევაძის თქმით, პროცესები არის ხარვეზული და შესაძლოა ისე დასრულდეს, რომ საერთოდ ვერ მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა.

,,ოპოზიცია არც მალავს მისთვის სასურველი კანდიდატებს და ღიად აცხადებს, ვის დაუჭერს მხარს. ხელისუფლება ღიად არ აცხადებს, თუმცა გასაუბრებიდან დაგრჩებოდათ განცდა, თუ ვინ შეიძლება იყოს სახელისუფლებო კანდიდატი. შესაბამისად, პროცესი უფრო მეტად არის დახურული ვიდრე ღია, კონკრეტულად დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის. ვისურვებდი, უფრო მეტ გამჭირვალობას, მთავარია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველის არჩევა. ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ პროცედურები იყოს ღია და არჩეული იყოს ღირსეული სახალხო დამცველი. განვითარებული მოვლენები მიტოვებს განცდას, რომ პროცესები არის ხარვეზული და შესაძლოა ისე დასრულდეს, რომ საერთოდ ვერ მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა.

ამჟამინდელ სახალხო დამცველს 8 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა შეუწყდება და მის პირველ მოადგილეს ენიჭება მოვალეობის შესრულების ვალდებულება და ის გააგრძელებს, მანამ არ მოხდება ახალი სახალხო დამცველის არჩევა. თუმცა, თუ პროცესი არ გახდება ჯანსაღი, არ გამოჩნდა როგორც პოზიციის ისე ხელისუფლების სურვილი კონსესუსისკენ, შესაძლებელია, პროცესი ჩავარდეს,”- აღნიშნა მარიკა არევაძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

შესაძლებელია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდეს – მარიკა არევაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები