სამხრეთ მექსიკის ქალაქ კუატლაში, 5 ქალი მოკლული იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ”Abcnews” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ცხედრები ქალაქის 2 განსხვავებულ ადგილას იპოვეს, რომელიც ხშირად მექსიკაში ნარკობანდების მიერ შეტყობინებების გასაგზავნად გამოიყენება.
სავარაუდოდ, მკვლელობები ნარკობანდას უკავშირდება და შესაძლოა, გარკვეული დავის საფუძველზე განხორციელდა.