,,ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუგზავნა”- აშშ

,,ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუგზავნა,” – ამის შესახებ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობერტ მელიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ირანმა ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთს მიმდინარე წლის ზაფხულში გადასცა.

დიპლომატის ინფორმაციით,  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ირანელი ინსტრუქტორები რუს სამხედროებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებაში ეხმარებოდნენ.

ამასთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, კარენ დონფრიდის განცხადებით, ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა არ მიაწოდოს იარაღი რუსეთს და განიხილავს დამატებით სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

მსგავსი თემები