,,გვახრჩობდნენ, გვირტყამდნენ…როცა ჩემი და გათხოვების წინააღმდეგ რამეს იტყოდა, სასტიკად ექცეოდნენ”- დაღესტნიდან გამოქცეული დები

დაღესტნელი დები, რომლებიც ოჯახში ძალადობას გაექცნენ, მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, მათ ოჯახი და ნათესავები ეძებენ, ემუქრებიან და სწორედ ამიტომ, დებს საქართველოდან, უახლოეს დღეებში, მესამე ქვეყანაში გადაიყვანენ.

,,მე ძმა მეუბნებოდა, რომ მომკლავდნენ, თუ მაგალითად, ვინმეს, ტელეფონით დაველაპარაკებოდი. მაკიაჟის გაკეთებაც კი პრობლემაა, გვახრჩობდნენ, გვირტყამდნენ რკინის ნივთებს. ყოველ ჯერზე, როცა ჩემი და გათხოვების წინააღმდეგ რამეს იტყოდა, სასტიკად ექცეოდნენ. მამა მირტყამდა, მაგალითად იმის გამო, რომ იატაკი კარგად არ მოვწმინდე. ისინი ვერ გაიგებენ, რა არის პრობლემა, მათთვის ეს ნორმაა. საზოგადოებაც თვლის, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია”, – აღნიშნა ერთ-ერთმა დამ.

მსგავსი თემები