უკრაინას დაბომბილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა დაეხმარება

უკრაინის  საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას დაბომბილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა დაეხმარება.

მისივე თქმით, სამინისტრომ ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმისა და NATO-ს კრიზისზე რეაგირების ცენტრის ფარგლებში შესაბამისი მოთხოვნებიც განაახლა.

,,ჩვენ უკვე შევთანხმდით აღჭურვილობის მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობისა და კომპანიისგან, ესენი არიან: ისრაელი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, გერმანია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, კორეის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და საფრანგეთი. მთლიანობაში, 954 ერთეულ ელექტროტექნიკაზე ვსაუბრობთ. დახმარების პირველი ნაწილი უკვე უკრაინაშია, დანარჩენს უახლოეს მომავალში მივიღებთ. რუსულ ტერორს არ მივცემთ ჩვენი გატეხვის უფლებას… მადლიერი ვართ ყველა პარტნიორისა და კომპანიის, რომელიც ჩვენს გადაუდებელ საჭიროებასა და მოთხოვნას გამოეხმაურა”, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები