რომის პაპი ადასტურებს, რომ მღვდლები და მონაზვნები პორნოგრაფიას უყურებენ და ეს მათ გულს ასუსტებს

რომის პაპი სასულიერო პირებს,  მღვდლებსა და მონაზვნებს სოციალურ ქსელში პორნოგრაფიის ყურების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.  BBC-ის ინფორმაციით  პაპ ფრანცისკეს განცხადებით, პორნოგრაფია „მღვდლის გულს ასუსტებს“.

პორნიგრაფია გარყვნილებაა, რომელიც ბევრ ადამიანს ახასიათებს, მღვდლებსა და მონაზვნებსაც კი. იქიდან კი ეშმაკი შედის. სუფთა გული, რომელსაც იესო ყოველდღე იღებს, ვერ აღიქვამს ამ პორნოგრაფიულ ინფორმაციას“, – განაცხადა ფრანცისკემ.

ის ყველას აფრთხილებს, რომ სოციალურ ქსელებზე ბევრი დრო არ უნდა დახარჯონ.

 

მსგავსი თემები