საერთაშორისო ატომური სააგენტო „ბირთვული ბომბის“ ბრალდების საპასუხოდ უკრაინაში ჯგუფს აგზავნის

რუსეთის მცდელობასთან დაკავშირებით, რომ დაერწმუნებინა მსოფლიო ლიდერები უკრაინიდან მომავალ „ბინძური ბომბის“ საფრთხეზე, საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, უკრაინაში ჩავა სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ ობიექტებს შეისწავლის.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ეს რის პასუხი „ბინძურ ბომბებთან“ დაკავშირებით რუსული ბრალდებებზე. საერთაშორისო ატომური სააგენტო ინსპექტირებას უკრაინის ორ ობიექტზე ჩააყარებს.

ორგანიზაციას მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით კიევმა მიმართა. ორგანიზაციის ხელმძღავნელი რაფაელ გროსი განმარტავს, რომ სააგენტომ ერთი თვის წინ უკვე ჩაატარა ინსპექტირება ერთ-ერთ უკრაინულ ობიექტზე და დაფარული ბირთვული აქტივობა, ან ბირთვული მასალები არ აღმოუჩენია.

„საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორები დამოუკიდებელი შემოწმებას ჩაატარებენ იმ ორ ობიექტზე, რომლებიც გასულ უქმეებზე იყო ნახსენები, როგორც ადგილები, სადაც სავარაუდოდ რადიოლოგიური ხელსაწყოების დასამზადებლად ბირთვული მასალის გადამისამართება ხდება. ასევე, გავაკონტროლებთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის გარშემო დაცვითი ზონის შექმნის შესახებ გაცემული ინსტრუქციის შესრულებას. ის პროგრესირებს თუმცა, არც ისე სწრაფად, როგორც სასურველია. ვაპირებთ მეტი სააგენტოს, მეტი ექსპერტის განთავსებას უკრაინის სხვა ობიექტებში“ – აღნიშნავს გროსი.

 

მსგავსი თემები