პუტინი აცხადებს, რომ ის დაინტერესებული და ჩართულია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მან სომხეთს, აზერბაიჯანთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა შესთავაზა, თუმცა, ფაშინიანი ამაზე არ წავიდა. როგორც პუტინი განმარტავს, „ვთავაზობდით სომხეთს, დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთვის ხუთი რაიონი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თავისი გზით წავიდა, რამაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა“.

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ტერიტორიების შენარჩუნება საჭირო არც იყო.

„არსებობს ორი დიდი რაიონი. ერთ-ერთია ქალბაჯარის და უფრო სამხრეთით დიდი რაიონები. რომელიღაც ეტაპზე აზერბაიჯანის მხარესთან შევთანხმდეთ, მიეცით ეს ხუთი რაიონი. ისინი არ არის საჭირო, აზრი არ აქვს, ეს რაიონები ცარიელია. ხალხი წავა ფაქტობრივად გაგდებული ამ ტერიტორიიდან. რა საჭიროა მათი შენარჩუნება, ამას აზრი არ აქვს. ხოლო ყარაბაღთან კავშირის შესანარჩუნებლად ორი რაიონი საკმარისია.  ეს იქნებოდა სამართლიანი, ლტოლვილების დაბრუნება და ასე შემდეგ. სომხეთის ხელმძღვანელობა თავისი გზით წავიდა. ამან მიგვიყვანა სიტუაციამდე“ – აღნიშნავს პუტინი.

მისივე განმარტებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება უნდა შედგეს.

„სომეხი ხალხი და დღევანდელი მთავრობა თუ მიიჩნევს, რომ საჭიროა სამშვიდობო შეთანხმების რომელიმე კონკრეტული ვარიანტის არჩევა, ე.წ. ვაშინგტონის ვარიანტი, როგორც მე მესმის, ითვალისწინებს მთელ ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას. თუ სომხეთი ასე მიიჩნევს, კი ბატონო, ჩვენ მხარს დავუჭერთ სომეხი ხალხის არჩევანს. თუ სომეხი ხალხი და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ყარაბაღს აქვს გარკვეული თავისებურება და ეს თავისებურება უნდა იყოს გათვალისწინებული, შეთანხმებული მომავალ შეთანხმებაში, ესეც შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია მოლაპარაკება აზერბაიჯანთან“ – აღნიშნავს პუტინი.

 

მსგავსი თემები