„ყველა ფიქრობს, რაკეტა ჩვენთან არ მოფრინდება, ჩვენ არ  მოგვაკითხავენ“ – ზელენსკის ვიდეომიმართვა

უკრაინაში რუსეთის ომის 247-ე დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ყველა ცდება, ვინც მშვიდადაა და ფიქრობს, რომ მას არ მიაკითხავენ, რაკეტები  ის ტერიტორიაზე არ მოხვდება,

„ახალი დღე და ახალი ბოროტება. ყველაფერი ერთ წამში ხდება. იმ წამს, რომელსაც მსოფლიო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება, ზოგიერთს კი ღრმა ძილით სძინავს, ვიღაც ყურადღებას არ აქცევს. ყველა დუმს და ყველა ერთნაირად ფიქრობს – რომ ეს მას არ შეეხება, რომ  ომი შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში, ეს მოლდოველების პრობლემაა; სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში, ეს ხომ ქართველების სადარდებელია; სადღაც ყირიმში ან დონბასში, ეს უკრაინელების სადარდებელია“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ რაკეტა მათთან არ მიფრინდება, „მათ“ არ მიაკითხავენ.

„სამწუხაროდ, შემდეგ ეს ყველას სადარდებელი ხდება. ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები რეალობად იქცევა. მეზობელი აგრესორი ხდება. აგრესორი ხდება ტერორისტი, ნაციზმი კი მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება, მოვიდეს ახალი ნიღბით, ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით. ვიცით, რომ ბოროტება შეიძლება, ჩვენს სახლებში მოვიდეს. ბოროტების ფორმა გახდა სხვა, არსი კი უცვლელია. დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან, საკუთარი არმიის შეჭრას თავდაცვას არქმევენ“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები