,,რუსეთის მიერ ირანისთვის სამხედრო დახმარების თხოვნა მისი გაკოტრების აღიარებაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,დაკარგვის ტრაექტორიაზე მყოფი რუსეთი შიშით ცდილობს სხვის ჩათრევას თავის თანამზრახველებში,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიერ ირანისთვის  სამხედრო დახმარების მოთხოვნა, მისი გაკოტრების აღიარება​ა.

,,ის ფაქტი, რომ რუსეთმა ირანს ასეთი დახმარებისთვის მიმართა, კრემლის მიერ მისი სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა. ათწლეულების განმავლობაში ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ თავიანთ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე და ბოლოს თეირანს თაყვანს სცემდნენ, რომ საკმაოდ მარტივი ყოფილიყო მათთის თვითმფრინავები და რაკეტები”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები