ბელარუსში 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  ქვეყანაში 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება.  გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრებთან განთავსდებიან.

აღნიშნულის მიზეზად ლუკაშენკომ უკრაინიდან და დასავლეთიდან მომავალი საფრთხე დაასახელა.

,,ბელარუსიაში რუსი სამხედროებით პირველი სამხედრო ეშელონების ჩამოსვლა დაიწყო. რომლებიც შედიან სუგ-ის შემადგენლობაში. გადაადგილებას რამდენიმე დღე დასჭირდება. საერთო რაოდენობა 9000-ზე ცოტათი ნაკლები იქნება”,– წერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ვალერი რევენკო.

 

მსგავსი თემები