პოლიციაში გამოკითხვის პროცესი გრძელდება – ვაკის პარკის ტრაგედია

პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე გრძელდება იმ პირთა დაკითხვა, რომლების პასუხისმგებელნი იყვნენ ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაციის საკითხებში. ასევე, გრძელდება თვითმხილველებისა და ბავშვების გამოკითხვაც, რომლებიც უბედური შემთხვევის დროს ვაის პარკში იმყოფებოდნენ.

გამოკითხულთა შორის არიან მერიის კონტრაქტორი კომპანია – „გრინ სერვის პლუსის” ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ასევე, თბილისის მერიის თანამშრომლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები